მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება  არასდროს გაკეთებულა

ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... {უნდა დავტოვოთ}. ჩვენ ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.

„მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.

ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს, ეს მისი პოზიციაა და მოვისმენთ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესზე, კლინიკა ,,ვივამედის” ექთანი კოვიდის დადასტურების გამო ვერ გამოიკითხება.

,,დღეს ემპათიის ერთ-ერთ ექსპერტს დავკითხავთ. ასევე, სასამართლოს კლინიკა ,,ვივამედის” ექთანი მოწვეული ჰყავდა, რომელსაც დღეს კოვიდი დაუდასტურდა, ამის გამო მისი დაკითხვა შემდეგ კვირაში მოგვიწევს. ასევე, დღევანდელ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათვალიერდება თმის ნიმუშები, რომელიც ლაბორატიული კვლევის შედეგად დარჩა და ამერიკული ლაბორატორიიდან მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა”,- განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს კლინიკა ,,ვივამედში” ჯანმრთელობის ცნობის გამოთხოვის შესახებ განცხადება შეავსო.

„მოვითხოვე ფორმა 100 და განცხადება დავწერე. 28 ნოემბერს ექსპერტიზა დასრულდა და 28 ნოემბრიდან დღეის ჩათვლით ფორმა 100 გვინდა”,-აცხადებს ხაჭაპურიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო