ოლექსი რეზნიკოვი - „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო, მეცხრე შეხვედრა „რამშტაინის“ ფორმატში თებერვალში გაიმართება.

მისი თქმით, ყოველი ასეთი შეხვედრისას ხედავს, როგორ იზრდება უკრაინის მიმართ პარტნიორების ნდობა.

„ეს ყველაფერი ჩვენი ჯარისკაცების და წარმომადგენლების დიდი შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს. დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა და ცა!“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში ნატო-სა და სხვა ქვეყნების თავდაცვის უწყებების მერვე შეხვედრა 20 იანვარს გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც დაესწრო, უკრაინის დახმარების საკითხებზე, მათ შორის გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემაზე, იმსჯელეს, თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო