დავით არახამია - ზოგიერთმა ჩინოვნიკმა გონება დაკარგა და მოროდიორობს - ამ გაზაფხულზე მათ აუცილებლად აქტიურად „ჩავსვამთ“

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, უკრაინელი დეპუტატი დავით არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები პასუხს აგებენ და რომ „აქტიური ჩაჯდომა“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდება.

„მართლაც, ამ გაზაფხულზე აუცილებლად აქტიურად ჩავსვამთ. არ გამოდის ადამიანურად, მოხდება ომის კანონების მიხედვით“, - წერს არახამია „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, 24 თებერვლიდან ხელისუფლება ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად მოუწოდებს ყველა დონის ჩინოვნიკებს, ფოკუსირებული იყვნენ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო საქმიანობა, მაგრამ ეს ბევრმა ვერ გაიგო.

„ზოგიერთმა გონება დაკარგა და მოროდიორობს შიშისა და სინანულის გარეშე. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო“, - წერს არახამია.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას