სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2023

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2023.

სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ცნობით, ღონისძიება 18-20 იანვარს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

„საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია - საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო მედიაში, კერძოდ Lemon Magazine; Milk; Elle და Luna Magazine დაიწერა. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე

ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საუდის არაბეთი, კორეა, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ქუვეითი, იაპონია, ლიეტუვა და ესპანეთი.

Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოფენაში მონაწილე 7 ქართული კომპანიაა:

Peek-a-boo

Uniki

Lemo

Eshvi kids

Nikolli

Kombinizona

Chikatai (სათამაშოები)

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა