ნანუკა ჟორჟოლიანი - ვანო, რომელიც ნიკა მელიამ ხილით მისული პარტიაში არ შეუშვა, „ბუაა“, ყანებში რომ საფრთხობელა გაშინებს, ასეა პოლიტიკაში - ხაბეიშვილი დიდების პატარა მოთამაშეა, მელია კი სააკაშვილში მთავარ კონკურენტს ხედავდა

ვანო „ბუაა“ - ყანებში რომ საფრთხობელას კიდებენ და გაშინებს, დაახლოებით ასეა ვანო პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად მგონია, რომ არავის ვანო პარტიის ლიდერად არ უნდა. მე ვამბობ, რომ ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება ვანო მერაბიშვილის რამე გავლენების ნახვა, როგორც დღეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ- ქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ვანო მერაბიშვილი პარტიაში არ შეუშვა, რაც მერაბიშვილმა დაიმახსოვრა და ახლა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებით პარტიის ლიდერობიდან მელიას „ჩაჩოჩებას“ ცდილობს.

„ვანო და ნიკა დაპირისპირებულები იყვნენ იმიტომ, რომ ნიკამ თავის დროზე პარტიაში არ შეუშვა. ხელში ხილით მისული ვანო პარტიაში არ შეუშვეს, იმ პარტიაში, რომელიც მისი შექმნილია მიშასთან ერთად და შესაბამისად, ვანომ ეს დაიმახსოვრა და როდესაც ნიკამ ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ვანომ ეს კარგად გამოიყენა, მიშას თემის სპეკულაციით კარგად გამოიყენა და მიხვდა, რომ ნიკას „ჩაჩოჩების“ დრო მოვიდა. არასწორად შეარჩია ხაბეიშვილი და უჭირს ახლა. მე კეზერაშვილს ვიცნობ და ხაბეიშვილი მის გემოვნებაში ვერ ჩაჯდება. საუკეთესო იქნებოდა, ხატია თუ დათანხმდებოდა, მაგრამ ხატია იქ არ დათანხმდება, სადაც ვიღაცის თოჯინა უნდა იყოს, ვერ გახდება ხატია თოჯინა“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნიკა მელიას ინტერესებში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ შედიოდა, რადგან ჟორჟლიანის შეფასებით, ამას პოლიტიკური მომავლის დასრულებად აღიქვამდა.

„მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია არავის უყიდია. არ მჯერა, რომ ნიკას ვინმემ ჩემოდნით ფული მიუტანა. ნიკა ეჭვიანი ბიჭია. ის გაგიჟდა, მიშა რომ ჩამოვიდა, იმიტომ რომ თვლიდა, დირექტორიც იყო, ლიდერიც იყო და ამ დროს მთავარი კონკურენტი ჩამოვიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მიშა არ ჩამოვიდოდა და რომ ჩამოვიდა, მან ჩათვალა, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავალი დასრულდა. ეს ჩემი ვარაუდია.

მაქსიმალურად ცდილობდა ნიკა და ჩემი გადმოსახედიდან, მათ შორის, ისინი, ვინც ხაბეიშვილის უკან იდგნენ, რომ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ მიშა აქტუალური არ არის, რომ მიშა არავის აინტერესებს, რომ მიშას მხარდასაჭერად არავინ მოდის, ამ ტემპერატურის დაგდება უნდოდათ და სინამდვილეში მოახერხეს კიდეც.

ნიკას მოტივაცია არის ის, რომ მას უნდოდა ლიდერი ყოფილიყო და საერთოდ, მის გეგმებში არ შედიოდა მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა ამ ქვეყანაში. ხაბეიშვილი არ მგონია, რომ საკუთარ თავს ამ ჭრილში განიხილავდეს, რომ მიშას ჩამოსვლა არ უნდოდეს. მე მაინც მგონია, ხაბეიშვილი ხვდება, რომ პატარა მოთამაშეა - ახლა ხომ ის დიდების პატარა მოთამაშეა? - სხვების ფიგურაა და იცის, რომ პატარაა პოლიტიკურ თამაშში“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება პროცესები, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მისი მხრიდან მაინც საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

„მშიშარას იარლიყს, სჯობს ეს დაზიანებული ჯანმრთელობა, რომელიც მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში გასწორდება“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, ამ შემადგენლობით და ამ შინაარსით ხმის მიცემას აღარ აპირებს.

„იძულებითი არჩევანი თუ არსებობს ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის, რა თქმა უნდა, ნიკა მელია- თუ ასეთი იძულება არსებობს, თუმცა მე მგონია, რომ ბოიკოტიც არსებობს და - არც ერთი“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა