რუსეთი ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს

რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება არის პასუხი ესტონეთის ნაბიჯზე, რომელმაც ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობა რადიკალურად შეამცირა.

"ბოლო წლებში ესტონეთის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ანადგურებს რუსეთთან ურთიერთობების მთელ სპექტრს. ტოტალური რუსოფობია, ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრობის გაღვივება ტალინმა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვლამდე დატოვება მოსთხოვა. ორივე ქვეყანას ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ეყოლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ესტონეთის რეჟიმმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო