გიორგი სააკაშვილი - როგორც ვნახეთ, მიშას მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ექსპერტი დაიკითხა და მგონია, რომ საკმარისია ის ინფორმაცია, რომელიც მიიღო მოსამართლემ

როგორც ვნახეთ, მიშას მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ექსპერტი დაიკითხა და მგონია, რომ საკმარისია ის ინფორმაცია, რომელიც მიიღო მოსამართლემ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი სააკაშვილის შეფასებით, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ უარესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე.

„გუშინწინ მას კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? მაინც მჯერა, რომ მოსამართლე მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, აცოცხლებს მიშას. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. არ მგონია, რომ ერთი მოწმის დაკითხვა 2-3 საათი უნდა გრძელდებოდეს. უნდა იყოს რაღაც ძირითადი კითხვები, რითაც ერთ მოწმეს ნახევარ საათში დაკითხავენ. ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ ცნობილი ექიმების დასკვნები და ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიშას მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და აუცილებელია რაც შეიძლება დროული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს საჭმლის ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის არის საჭირო“.

„მეც მოვისმინე „ვივამედის“ დირექტორის განცხადება, უბრალოდ საკვირველია, როდესაც მთავარი ექიმი აკეთებს მსგავს განცხადებებს. ექიმის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს საკითხის არასწორი ფორმულირება იყო. როგორ შეიძლება საუბარი იყოს ოჯახზე, თითქოს ჩვენ რაღაც არაკალორიული საკვებს შეგვაქვს და ჩვენ გვადანაშაულებდეს მიშას მდგომარეობაში? მიშა იმყოფება კლინიკაში და სწორედ კლინიკამ უნდა უზრუნველყოს მისი შესაბამისი მკურნალობა. როგორც ვხედავთ, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მინდა მჯეროდეს, რომ თითოეული ექიმი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს და ძალიან კარგი იქნება, თუ ის პოლიტიკურ მხარეს არ დაიჭერს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა