თეონა აქუბარდია - ვისურვებდი, რომ 24 თებერვალს გავაგონოთ ერთიანი ხმა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც არ იყურება დასავლეთით და ქვეყანას რუსულ ორბიტას აახლოებს

ვისურვებდი, 24 თებერვალს ერთიანი ხმა გავაგონოთ უკრაინას, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას", რომელიც არ იყურება დასავლეთით, არამედ ქვეყანას რუსულ ორბიტას აახლოებს - ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რომ დავაფიქსიროთ, თუ სად დგას დღეს ქართველი ხალხი და სად არის საქართველოს მთავრობა , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად, როგორც ერთი მოქალაქე, აქციაზე მისვლას გეგმავს.

"24 თებერვლის აქციის იდეა მოდის საზოგადოებიდან. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და ვფიქრობ, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე, სწორი და მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგონოს ხმა უკრაინას, რომელთან ერთადაც საერთო ომი გვაქვს ოკუპაციასთან მიმართებით და საერთო მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაერთიანებას, სამწუხაროა, რომ საქართველოში ყველაზე რთული გამოწვევაა ერთიანობა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება გადავდოთ ყველანაირი პირადი ინტერესი და დავდგეთ ერთად. მე ვისურვებდი, რომ 24 თებერვალს უკრაინას გავაგონოთ ჩვენი ერთიანი ხმა, ჩვენი სოლიდარობა, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას," რომელიც არ იყურება დასავლეთით, არამედ კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას რუსულ ორბიტას, გამომდინარე იმ განცხადებებიდან და ანტიდასავლური კამპანიიდან, რასაც ჩვენ აქ, პარლამენტში ვხედავთ. შესაბამისად, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ხალხის მხრიდან, რომ დაფიქსირებული იყოს, სად დგას დღეს ქართველი ხალხი და სად არის საქართველოს მთავრობა", - განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო