მედია - უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლება და გადანაცვლებები განხორციელდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკოა, ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დატოვონ სპორტის მინისტრმა, ვადიმ ჰუტცაიტსმა და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრმა, პაველ რიაბიკინმა.

თავის მხრივ, უკრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალოს უკრაინის განათლების და ვეტერანების საკითხთა მინისტრებიც.

უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიიღებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში