გიორგი მუმლაძე -  ჩემი ოპონენტები ძირითადად დაკავებულები არიან ერთმანეთზე რაღაცების დაბრალებით და სამწუხაროდ, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებზე და ხედვებზე

ჩემი ოპონენტები ძირითადად დაკავებულები არიან ერთმანეთზე რაღაცების დაბრალებით და სამწუხაროდ, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებზე და ხედვებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, ის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დებატებში იწვევს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ასევე, კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამაზრზენი და სამწუხაროა, როდესაც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი არაჰუმანურ, ცინიკურ და მისთვის შეუფერებელ განცხადებას აკეთებს".

"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანი [ნინო ნადირაძე] უბრალოდ არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, ან მას გარანტიები აქვს ხელისუფლების მხრიდან, რომ რაც არ უნდა დაემართოს მიხეილ სააკაშვილს, იცის, რომ მას ხელს ვერავინ შეახებს, თუმცა მას მივმართავ პირადად, თუ გამოიკვეთება მისი და ნებისმიერი სხვა ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

შეგახსენებთ, „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძემ აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც საყურადღებოა, არის წონა. ამის შესახებ ნადირაძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა.

როგორც ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.

„კატასტროფული ნიშნავს, როდესაც პაციენტს კრიტიკული მონაცემები აქვს - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ა.შ. ჩვენ არც კრიტიკული, არც სუბკრიტიკული არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასდროს დავიჭერთ, რადგან ელემენტარული ჩვენი ხვეწნა - მუდარაც, რომ თუნდაც საჭმლის ის კალორაჟი, რაც არის საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის, რომ მოიტანონ ოჯახის წევრებმა, ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ",- განაცხადა ნადირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო