სოფო ჯაფარიძე - არ ვფიქრობ, რომ არჩევნების დრო იყო, მაგრამ რადგან მაინც ტარდება, არ ვაპირებ ვიყო ნეიტრალური - მე, ჩემს უამრავ გარშემომყოფთან ერთად, ნიკა მელიას ვუჭერ მხარს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, პარტიის შიდა არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ახლა ამის დრო არ იყო, ის მხარს მოქმედ თავმჯდომარეს უჭერს.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს არჩევნების დრო იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა "ქართულმა ოცნებამ" და ვთვლი, რომ ყველას ყურადღება და რესურსი მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.

მაგრამ რადგანაც არჩევნები მაინც ტარდება, არ ვაპირებ ვიყო ნეიტრალური.

დღეს არის ღირსების არჩევნები და დიახ, მე ჩემს უამრავ გარშემომყოფ ადამიანთან ერთად, ვუჭერ მხარს ნიკა მელიას",- განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო