გიგა ბოკერია - სამწუხაროდ, რაც სურთ, ის ჯერ კიდევ გასდით, თორემ ამ აბსურდზე, რომ დასავლური მედიის შეტევას კობახიძე და სხვა პოლიტიკური არარაობები ურეაქციოდ არ დატოვებენ, კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის კომენტარი CNN-თან დაკავშირებით, პროპაგანდაა, რომ თითქოს დასავლური მედია შეთქმულია პატრიოტი ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველა ავტორიტარულ რეჟიმს აქვს ტრადიცია, რომ როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, თავიანთი აზრი „მაინც გაიტანონ“.

„ჟანრის მიხედვით, ლოგიკურად გრძელდება ეს ყველაფერი. პროპაგანდაა, რომ თითქოს ეს არის კაპიტალისტური დასავლეთის შეთქმულება პატრიოტი ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ესაა საბჭოთა ტრადიცია, პუტინის ტრადიცია, იანუკოვიჩის, ლუკაშენკოსი, ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როგორი აბსურდული ბოდვაც არ უნდა იყოს, მაინც თავიანთი აზრი უნდა გაიტანონ.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გასდით და ეგაა პრობლემა, თორემ ამ აბსურდზე, რომ თურმე დასავლური მედიის შეტევას კობახიძე და ივანიშვილის მიერ შეკრებილი სხვა პოლიტიკური არარაობები ურეაქციოდ არ დატოვებენ, კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო