ოთარ შამუგია პოლონეთის ვიცე-პრემიერს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ვიცე-პრემიერს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრ ჰენრიკ კოვალჩუკს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„პოლონეთის ვიცე - პრემიერმა მხარდაჭერის მზადყოფნა ღიად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული ნაბიჯები რეფორმების განხორციელების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და სხვა მრავალი მიმართულებით, მნიშვნელოვანი საფუძველია ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წინსვლისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პოლონეთი მეორე ადგილს იკავებს. 2022 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6,6 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 14,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, რაოდენობის კუთხით, 32%, ხოლო თანხის კუთხით 5% შეადგინა.

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ჰენრიკ კოვალჩუკს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგრარული დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო