IDFI - საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული - 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში

საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში, 90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ და ასევე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან 13-ის შვილი სასამართლო სისტემაშია დასაქმებული, - ამის შესახებ ნათქვამია ანალიზში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთი მოსამართლის დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

„შესწავლილ იქნა უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის, მეორე ინსტანციის სასამართლოს 84 მოსამართლის, და პირველი ინსტანციის სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთი მოსამართლის დეკლარაციაში არ ფიქსირდება საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ასეთის არსებობას.

ანალიზის მიხედვით, საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში, 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში, 90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან (70 თბილისში, 14 ქუთაისში), 13-ის შვილი დასაქმებულია სასამართლო სისტემაში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოღვაწე 209 მოსამართლიდან, 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი (54 მეუღლე, 6 შვილი, 2 და), 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.

კვლევაში მოცემული ყველა შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული ნეპოტისტური დამოკიდებულების შემთხვევად. თუმცა, მეორე მხრივ, შეუძლებელია პრობლემის სრული მასშტაბის შესწავლა და წარმოჩენა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების შეზღუდული ხასიათიდან გამომდინარე.

კერძოდ, თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალით, რომლებზეც დღეის მდგომარეობით ვრცელდება ქონებრივ დეკლარაციის მოთხოვნები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), დეკლარირების მიღმა რჩებიან თანამდებობის პირის ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა და ფინანსურად დამოუკიდებელი შვილები, რომლებიც თანამდებობის პირთან არ ცხოვრობენ), რომლებიც შეიძლება თავად ეწეოდნენ თანამდებობის პირის მოვალეობებთან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობას.

გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანია არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და დამატებითი სტანდარტების დანერგვა. ამ მიმართულებით რეფორმა განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოხსენებაში იკვეთება სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხი, კერძოდ ევროკომისიის შეფასებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დანერგილია საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, “უნდა გაუმჯობესდეს კანონის მოქმედების სფერო, რომელიც ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მის რეალიზაციასა და მონიტორინგს (ვინაიდან ამჟამად ოჯახის წევრებს არ მოიცავს სრულად)”, - აღნიშნულია IDFI-ს ანალიზში.

კვლევა სრულად იხილეთ აქ: https://bit.ly/3HohFNK

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს