კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები განიხილეს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ ურთიერთობები უფრო განვითარდეს.

„სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. თბილისის მერმა სომხეთის ელჩს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმის, ბიზნესისა და ვაჭრობის მიმართულებით. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმსა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ტურიზმის ორმხრივად განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რაც მხარეთა შეფასებით, ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს პოტენციალს ქმნის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით