ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის - გვექნება საუბარი მიმდინარე პროცესებზე, რაც დაკავშირებულია ქართული პოლიტიკის მიმდინარეობასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და საუბარი იქნება პროცესებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ პოლიტიკასთან.

„დღეს იწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ამ სესიის მუშაობაში ბუნებრივია, ჩართულია ქართული დელეგაცია და ამასთან, სესიას ჩვენ გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. რა თქმა უნდა, გვექნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობაზე საუბარი და ასევე გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარე პროცესებზე, რაც დაკავშირებულია ქართული პოლიტიკის მიმდინარეობასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ დაუჭერს "ქართული ოცნება" მხარს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ტინი კოქსის კანდიდატურას.

მისი თქმით, პრეზიდენტობის უკრაინელი კანდიდატი ალექსანდრ მერეჟკო ცვლილებების მიღებაში იყო ჩართული, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ქართული დელეგაცია მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

კობახიძის განმარტებით, კერძოდ, საუბარია ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "სახელის ჩასმას" უკავშირდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. მიღებული პრაქტიკაა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის პრეზიდენტი არჩეული კონკრეტული პოლიტიკური კვოტით, მისი მეორე ვადით არჩევა ხდება. არის ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა ჩვენ არსებითად მხარს დავუჭერთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი არის უკრაინის წარმომადგენელი მერეჟკო, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო,“ - განაცხადა კობახიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 23-27 იანვარს იმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო