ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები დაავადებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი თითქმის მუდმივად თან სდევს

მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები დაავადებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი თითქმის მუდმივად თან სდევს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნეიროქირურგმა გელა მენთეშაშვილმა განაცხადა.

როგორც ექსპერტმა საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, ნებისმიერ შემდგომ ტრავმას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება შეუძლია.

„ჩემი მოსაზრებები მაგნიტური კვლევის დასკვნას ემყარება. იქ დაფიქსირებულია ის ცვლილებები, ის დაზიანებები, რაც ნეიროქირურგიული კუთხით წამყვანია მიხეილ სააკაშვილის დაავადებებს შორის და რომლებიც პირდაპირ მიუთითებს კისრის დონეზე ზურგის ტვინის დაზიანებაზე. ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, მექანიკურმა ტრავმამ გამოიწვია.

სიმპტომები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, სხვა დაავადებებსაც მიეწერება და ერთმანეთს ფარავს, ამიტომ რთულია მათი დიფერენციაცია. ობიექტურია ის კლინიკური გამოვლინებები, რომლებიც პაციენტს აღენიშნება.

ეს სიმპტომები დაავადებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი თითქმის მუდმივად თან სდევს. არის საკითხები, როცა ქირურგიული ჩარევა მყისიერად საჭიროა, არის - როცა ვადაში გახანგრძლივებულია.

ამ შემთხვევაში, ზურგის ტვინზე უშუალო კომპრესია რომ დაფიქსირებულიყო, სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია იქნებოდა საჭირო. იმ მომენტისთვის, როდესაც კვლევა ჩატარდა, ზურგის ტვინზე მხოლოდ იოლი კომპრესია იყო, თუმცა ნებისმიერ შემდგომ ტრავმას სიტუაციის დამძიმება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, პაციენტებს ყოველთვის ოპერაციას ვთავაზობთ, რათა გამწვავების რისკები თავიდან ავიცილოთ. ამ ქირურგიული ოპერაციის ტექნიკას თავადაც ვფლობ და მსგავსი ოპერაცია ქვეყნის ფარგლებშიც ჩამიტარებია“, - განაცხადა ექსპერტმა გელა მენთეშაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო