გიორგი გახარია - ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში მისი პარტია CNN-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს - დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს.

გიორგი გახარია ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია CNN-ს „ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.

„ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ადანაშაულებს CNN-ს და მის ჟურნალისტს შეთქმულებაში ჩართულობაში ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, იმ კითხვის გამო, რაც ჟურნალისტმა დასვა ბრალდებაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად”, - წერს გახარია „ტვიტერზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო