გრიგოლ გეგელია - კომიკურია, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ Reddit-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც უკვე წაშლილია, რადგან ფაქტებით მანიპულირება იყო

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება მორიგი სამარცხვინო მანიპულაციაა და მისი ერთადერთი მიზანი ხელისუფლების მიერ წარმოებული უსუსური და კაპიტულანტური პოლიტიკის გამართლებაა, - ასე ეხმაურება „ლელოს" პილიტსაბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - „სამწუხაროა, როცა ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს“.

გეგელიას თქმით, კობახიძე ციფრებით მანიპულირებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ვაჭრობის ზრდასთან.

„კომიკურია, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ Reddit-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ამჟამად უკვე წაშლილია, რადგან ეს ფაქტებით მანიპულირება იყო და სერიოზული კრიტიკის საგნად იქცა.

სოცმედიიდან სტატისტიკის დაკოპირებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ნაცვლად, ბატონ კობახიძეს ცოტა მეტი რომ ემეცადინა, ნახავდა იმავე ფოტოზე წყაროს ავტორად მოხსენიებული არნაუ გუარდიას წერილს, სადაც წერია: "რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ღირებულებით მაინც ოდნავ მაღალია, ვიდრე გასულ წელს, ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდის გამო".

ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების ფონზე, დღეს, როგორც არასდროს, შემცირებულია ყველა ფორმის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსირი ინტერაქცია რუსეთთან. ამას მოწმობს ყველა ფაქტი და ციფრი, უპირველეს ყოვლისა კი გერმანიის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ისტორიულად შემცირება და გაქრობა.

ამასობაში, კობახიძე ურცხვად მანიპულირებს ციფრებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ვაჭრობის ზრდასთან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს