ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მეგობრებს პირადად მიუსამძიმრეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ხსოვნას პატივი მიაგეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის, უფროსი დეტექტივის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები თბილისში, წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარში მიმდინარეობს. დილიდან, გარდაცვლილი კოლეგის სამოქალაქო პანაშვიდზე მიდიან პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს ოთარ ღვინაშვილს ხვალ, 24 იანვარს მშობლიურ სოფელში პატარა ჩაილურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა