საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო