რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" წარმომადგენელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE) წარმომადგენელს, ვეიდ კუსაკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

„სტუმარმა მოკლედ გააცნო სააგენტოს თავმჯდომარეს IGE-ს საქმიანობა. მისი თქმით, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი (IGE) აძლიერებს რწმენის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სწამს. ვეიდ კუსაკი ამ გუნდის წევრი და ამავდროულად, არაკომერციული ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემის" (LYNC) დამფუძნებელი და პრეზიდენტია, რომელიც მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და რელიგიურ თემებთან პარტნიორობით ხელს უწყობს რელიგიის თავისუფლებას აღმოსავლეთ ევროპაში. LYNC-მა ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტ სამთავრობო და აკადემიურ დისკუსიებში და მრგვალი მაგიდის ფორმატებში რელიგიის პოლიტიკასთან დაკავშირებით; და განავითარა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონებისა და პოლიტიკის შესახებ საგანმანათლებლო ქსელი რელიგიური ლიდერებისთვის.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები. კერძოდ, ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებისთვის გაწეული საქმიანობა, ინტერ-რელიგიური სათათბიროს მუშაობა, რელიგიის თავისუფლების განხორციელების კუთხით გაწეული აქტივობები, საქველმოქმედო საქმიანობა. სტუმარმა მოიწონა რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, განსაკუთრებით, ინტერ-რელიგიური სათათბიროს კუთხით და გამოთქვა დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან ამ სფეროში საქმიანობის სურვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?