ჯოზეფ ბორელი - სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით იწყება ახალი ეტაპი ევროკავშირის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისია (EUMA) შექმნას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

„სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით იწყება ახალი ეტაპი ევროკავშირის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ევროკავშირი გააგრძელებს დეესკალაციის მცდელობების მხარდაჭერას და მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ორივე მხარესთან, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს - მდგრად მშვიდობას რეგიონში“ , - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

მისიის მიზანია სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ადგილზე ნდობის განვითარება და ხელსაყრელი პირობების შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევისთვის.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სომხეთის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMA განახორციელებს რეგულარულ პატრულირებას და წარმოადგენს მოახსენებას სიტუაციის შესახებ.

მისია ასევე ხელს შეუწყობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, მედიაციის ძალისხმევას.

EUMA-ს თავდაპირველი მანდატი ორწლიანი იქნება და მისი ოპერატიული შტაბი დაფუძნებული იქნება სომხეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა