მიხაილო პოდოლიაკი ტყუილს უწოდებს რუსული მხარის განცხადებას, თითქოს უკრაინა იარაღს ატომურ ელექტროსადგურებში ინახავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტყუილს უწოდებს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს ატომურ ელექტროსადგურებში ინახავს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას იარაღი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არასოდეს შეუნახავს.

„უკრაინა ინსპექტირების ორგანოებისთვის ყოველთვის ღიაა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რუსების ტყუილები მათი პროვოკაციების გამართლებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული რეაქტიულ დანადგარი, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა უკრაინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რივნეს ატომურ ელექტროსადგურში მიიტანეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო