საბა ბუაძე - მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, დაიწყოს მუშაობა, რათა დედაქალაქის ორ ქუჩას ბუბა კიკაბიძის და მანანა დოიჯაშვილის სახელები ეწოდოს.

საბა ბუაძის თქმით, ორი ლეგენდარული ხელოვანი ამას იმსახურებს და ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის და კონსენსუსის საგანი.

„მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები.

ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობისა და ინიციატივის შედეგი, რადგან ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს.

ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის მსგავსი გენიოსების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია", - წერს საბა ბუაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო