დიმიტრი პესკოვი - ყველა ქვეყანას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდებაზე და განაცხადა, რომ უკრაინის იარაღის მომარაგებისთვის ფასის გადახდა უკრაინელ ხალხს მოუწევს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

„ყველა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ გზით პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინის ტექნოლოგიური დონის ამაღლებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარია, რომ ამ ქმედებებისთვის უკრაინელ ხალხს მოუწევს ფასის გადახდა, მთელი ამ ფსევდო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციის განვითარებას გერმანული ტანკების - „ლეოპარდ 2“-ის უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც მედია წერს, პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ამ ტანკების გამოჩენა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გავლენას არ მოახდენს ძალთა ბალანსზე ფრონტზე, თუმცა, ექსპერტები მათ ძლიერ შეტევით იარაღს უწოდებენ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024