სერგეი ლავროვი - ამერიკელმა, ბრიტანელმა და ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგებმა უკრაინას უთხრეს, რომ ჯერ შეთანხმება ნაადრევია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ომის პირველ თვეებში, ოფიციალურ მოსკოვს კიევთან მოლაპარაკების სურვილი ჰქონდა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინას ეს არ ურჩიეს.

აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრეტორიაში გააკეთა, სადაც თავის სამხრეთ აფრიკელ კოლეგას მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდა.

„კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენ უკრაინული მხარის წინადადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მოლაპარაკებების შესახებ მხარი დავუჭირეთ და მარტის ბოლოს, ორი დელეგაცია ამ კონფლიქტის მოგვარების პრინციპზე შეთანხმდა. კარგად ცნობილია და ღიად გამოქვეყნდა, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგებმა უკრაინას უთხრეს, რომ ჯერ შეთანხმება ნაადრევია“, - განაცხადა ლავროვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა