ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.

ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას სტრასბურგში, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება