ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვალს დატოვება მოსთხოვა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებაშია აღნიშნული.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ქმედების საპასუხოდ მიიღეს.

„ესტონეთი ითვალისწინებს რუსეთის გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ეს ნიშნავს, რომ ტალინში რუსეთის ელჩი 7 თებერვალს დატოვებს ქვეყანას, იმავე დროს, როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი“, - აცხადებს ურმას რეინსალუ.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ესტონეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში ხელს ვერ შეუშლის.

„რუსეთის ნაბიჯები ხელს ვერ შეგვიშლის უკრაინის მუდმივ მხარდაჭერაში, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და ჩვენი ყველას უსაფრთხოებისთვის. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან რუსეთი გეგმავს ფართომასშტაბიან თავდასხმებს და მოვუწოდებთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, უკრაინის მიმართ დახმარება გაზარდონ“, - აცხადებს ურმას რეინსალუ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვლამდე დატოვება მოსთხოვა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში