საქართველო ფინეთის ტურისტულ გამოფენაზე - MATKA 2023 მონაწილეობდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ბაზრობაში მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკში გამართულ გამოფენაზე MATKA 2023 ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.

„გამოფენაზე ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო