ლევან მამალაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას მოითხოვს

საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობის“ ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და გამოძიებას მოითხოვს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“, რომელმაც საკითხის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა.

მამალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტები, ორი კვირის განმავლობაში პროკურატურას მათ მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია.

„შესწავლილი უნდა იყოს, რა გარიგებაში შევიდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან, რა ურთიერთობები ჰქონდა დამყარებული სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს რუსეთის ხელისუფლებასთან და რატომ მივიღეთ ის შედეგი, რომ საქართველო დამარცხდა, ოკუპირებული არის ტერიტორიები, გადაცემული არის ისეთი ტერიტორიები, სადაც საომარი მოქმედებები საერთოდ არ წარმოებდა, გადაცემული აქვთ ხელუხლებელი შეიარაღება. მთლიანობაში იკვეთება კომერციული ინტერესები. დროთა განმავლობაში ვრწმუნდები, რომ ეს ომი სააკაშვილის კომერციული პროექტი იყო, რაც საყურადღებო უნდა იყოს ასევე პროკურატურისთვის“, - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, თვითმხილველების და მოწმეების გადმოცემით ვლინდება, რომ საქართველოს მარცხი 2008 წლის აგვისტოს ომში მაშინდელი რეჟიმის „კომერციული პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო“.

ლევან მამალაძის შეფასებით, აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამოძიებას ხელი შეგნებულად ეშლება.

„ამაზე პროკურატურის რეაგირება რომ არ ხდება, ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. მართლაც მიკვირს, პირადად ბატონი შოთაძის სახელზე შევიტანეთ განაცხადი და დღეს პროკურატურიდან არავინ დაგვკავშირებია. მინდა პირდაპირ გითხრათ, არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ ვაიძულებთ პროკურატურას, რომ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შესაბამისი აქციებიც ჩატარდეს, ხელმოწერებიც შეგროვდეს და დავანახოთ საზოგადოებას, პროკურატურა ვისთან დგას“, - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება, რომ საზოგადოებრივი პლატფორმის „დაიცავი მშვიდობის" ბაზაზე საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მოიწვიონ ადამიანები და მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას მტკიცებულებების სახე მისცენ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ