ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

ჰერალდიკის საბჭომ 2022 წლის საქმიანობის შედეგები წარმოადგინა. უწყების ცნობით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი საქმიანობა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში უკავშირდებოდა საჯარო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი, უნიფორმა, ოფიციალური დოკუმენტი, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო და სხვა) შეთანხმებას, ერთიანი სახელმწიფო მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ჩამოსაყალიბებლად.

მათივე ცნობით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის დადგენილება (#572) „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით დადგინდა საქართველოს საჯარო დაწესებულების ემბლემის ერთი სახე.

„აღნიშნულ ცვლილებამდე სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები გამოსახავდნენ საქართველოს სახელმწიფო გერბის სხვადასხვა ვერსიას, ჰქონდათ დადგენილი სხვადასხვა ემბლემა, განსხვავებული წარწერით, რაც შეუძლებელს ხდიდა საქართველოს სახელმწიფო აღქმული ყოფილიყო ერთ მთლიანობად, მოუწესრიგებელს ტოვებდა სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს სფეროს.

იგივე ცვლილება შეეხო ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების, დადგენილების, განკარგულების და სხვა) ბლანკის ნიმუშებს, საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებებს (სავიზიტო ბარათი, ბანერი და სხვა). აღნიშნულ ცვლილებამდე საჯარო საქმის წარმოებაში გამოიყენებოდა ოფიციალური დოკუმენტაციის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბლანკის ნიმუშები.

უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება იყოს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმასხვავებელ ნიშანთა სრული პაკეტის (600-ზე მეტი სიმბოლოს და აღწერილობის) დადგენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდების აღმნიშვნელი სისტემის სრულყოფა. სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების სიმბოლოთა სრული ერთობლიობის, ემბლემისა და აღწერილობის, მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, განმასხვავებელი ნიშნის, ოფიციალური დოკუმენტაციის ნიმუშის შეთანხმება და დადგენა. აგრეთვე, აღსანიშნავია საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნის შემუშავება და დამტკიცება.

ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება 2023 წლის 1 ივლისამდე ქვეყანაში მოქმედი ყველა სახელმწიფო სიმბოლოს მოქცევა ჰერალდიკურ სტანდარტებში. აღნიშნული მიზნით, ცვლილება შევიდა დაჯილდოების კანონმდებლობაში. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების კოორდინირებულ ჩამოყალიბებას ფალერისტიკის სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. ცვლილებები შეეხება როგორც ჯილდოების მხატვრულ-შინაარსობრივ სახეს, ასევე დაიხვეწება გაცემის მიზნობრიობა, სტატუტების შინაარსები და ჯილდოების ხარისხები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, მუნიციპალური სიმბოლოების მიმართულებით გადაუჭრელი რჩება ქალაქ თბილისის გერბისა და დროშის საკითხი.

„ზოგადი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის მიმართულებით. სემინარები და გამოცემები მიეძღვნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების სრულყოფის საკითხებს. ოკუპირებული აფხაზეთის სიმბოლოების დადგენას და მუნიციპალური სიმბოლოების პროექტების მომზადებას.

დასახული მიზნების განხორციელების ოპტიმიზაციის მიზნით, 2022 წელს საბჭომ ჩაატარა სემინარები თითქმის ყველა უმაღლესი სამთავრობო ორგანოსა და საჯარო დაწესებულებისათვის. გამოსცა სახელმწიფო სიმბოლოს - საქართველოს დროშის ისტორიული საფუძვლების დამადასტურებელი მასალები. მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელა ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის სფეროს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან“, - ნათქვამია ჰერალდიკის საბჭოს ანგარიშში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024