უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენის ბრალდების ფონზე, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება წარუდგინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა სამსახურიდან გაათავისუფლონ, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას, კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად“.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და იმის დემონსტრირებაა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი შეინარჩუნებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და უზრუნველყოფს ობიექტურობას დამატებითი დაზუსტებისა და შესაძლო გამოძიების დროს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024