აკაკი ბობოხიძე - ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში მართვის ბერკეტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და გიორგი გახარიას პარტიას აქვს - არ არსებობს არგუმენტი, რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად ეს ორი საკრებულო

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში მართვის ბერკეტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს და არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად ეს ორი საკრებულო.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია, რომ საკრებულოებში სარევიზიო კომისია იქნებოდეს და მერიების მუშაობას ზედამხედველობას უწევდეს.

„ამ ორ საკრებულოში მართვის ბერკეტები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის ერთობას აქვს, ხოლო „ქართული ოცნება“ არის ოპოზიციაში. ამ ორ საკრებულოში არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად საკრებულო, არა ოპოზიცია, არა დეპუტატები, არამედ საკრებულო, იმიტომ, რომ ამ ორ საკრებულოში საკრებულოს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას გაერთიანება წარმოადგენს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია, რუსთავის საკრებულოს კი სარევიზიო კომისია არ შეუქმნია, რის შედეგადაც მერიის შემოწმება არ განხორციელებულა.

ცნობისთვის, ორივე საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3, ხოლო "ქართული ოცნების" 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3 და "ქართული ოცნების" 17 დეპუტატია.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას