„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი - 2021 წლიდან კულტურის სფეროში რეპრესიები გახშირდა - რუსუდან თევზაძე აიძულეს, რომ დაეტოვებინა თეატრისა და კინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა

2021 წლიდან ფაქტობრივად გახშირდა რეპრესიები კულტურის სფეროში - რუსუდან თევზაძე აიძულეს, რომ დაეტოვებინა თეატრისა და კინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა,- ამის შესახებ, „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორმა თათია ქინქლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თათია ქინქლაძე განმარტავს, თეა წულუკიანი არაპირდაპირ, სხვადასხვა პირის ჩართულობით ცდილობდა მის იძულებას, ეძულებინა რუსუდან თევზაძე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა.

ამასთან, განმარტავენ, რომ რუსუდან თევზაძის დევნა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

„2021 წლიდან ფაქტობრივად გახშირდა რეპრესიები კულტურის სფეროში. სხვადასხვა დაწესებულებიდან, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო, კინოცენტრი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად მასობრივი გათავისუფლება ხდებოდა, შრომითი უფლებების დარღვევა. ეს შეიცავდა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციით ნიშნებს, მათ შორის, იყო დევნა, მტრული სამუშაო გარემოს შექმნა, დასაქმებული პირების იგნორირება. ეს მიანიშნებს, რომ მინისტრს სურს აღნიშნულ სფეროში საკადრო პოლიტიკა გაატაროს ისე, რომ მასობრივად განახორციელოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში კონტროლი, რაც საგანგაშოა.

ამჯერად კონკრეტული შემთხვევა ეხება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე მოვლენებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ განხორციელებულ ფაქტს. რუსუდან თევზაძე აიძულეს, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. რუსუდან თევაზე არის პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2021 წლის არჩევნებზე კანდიდატი და მისი დევნა უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას. მინისტრი არაპირდაპირ, სხვადასხვა პირის ჩართულობით ცდილობდა მის იძულებას, რომ დაეტოვებინა თანამდებობა“, - აღნიშნავს თათია ქინქლაძე.

რაც შეეხება რუსუდან თევზაძის პოზიციას, როგორც ის აღნიშნავს, მას ხელი შეუშალეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციის, ფაქტობრივად, მზა პროექტის განხორციელებაში, რომლის ბიუჯეტიც მინისტრმა სხვა საქმიანობის განსახორციელებლად მიმართა.

ამასთან, განმარტავს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა პოზიცია, რათა არ გამხდარიყო უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე დაბრკოლება.

„სამინისტროს 1 წლის განმავლობაში ჩემთან მიმართებაში არჩეული ჰქონდა იგნორირების პოზიცია. არცერთ სამუშაო შეხვედრაზე არ ვიყავი მიწვეული. არაერთი შეხვედრა, რომელიც იქ იმართებოდა პირდაპირ შედიოდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული ვიყავი იქ ვყოფილიყავი“,- განმარტავს თევზაძე.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნები“ გეგმავს, რუსუდან თევზაძის ინტერესების დასაცავად, მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო