დიმიტრი ხუნდაძე - იმ ქვეყნებში, საიდანაც უკეთეს რეფორმებს გვთავაზობენ, სასამართლოს ნდობა არის 25% - ჩვენ სასამართლოს ვერ გავხდით ქვეყნის მართვის მექანიზმად და ვერ გავასხვისებთ

ჩვენ სასამართლოს ვერ გავხდით ქვეყნის მართვის მექანიზმად და ვერ გავასხვისებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოსთან დაკავშირებით ნდობა გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევებში აჭარბებს იმ ქვეყნებში სასამართლოს ნდობას, ვინც ოფიციალურ თბილისს უკეთეს რეფორმებს სთავაზობენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 10 წელია თითქოსდა მიდის სასამართლოს რეფორმა, მაგრამ ამ რეფორმის ნაწილი არის სწორედ ის, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ჩაიგდონ სასამართლო და თითქოს გვთავაზობენ ჩვენ უკეთესს რეფორმის სახით. თუმცა, პრაქტიკულად, ისინი გვთავაზობენ ჩვენ, რომ გავასხვისოთ სასამართლო და სამართალი გავიტანოთ განსასჯელად ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია, ეს ვერ იქნება. აქ არის ერთი ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოების თვალში სასამართლოსადმი ნდობა არის გაზრდილი და მოსახლეობის ნახევარი სრულ ნდობას აფიქსირებს. თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც უკეთეს რეფორმებს გვთავაზობენ, ნდობა ადგილობრივი სასამართლოს მიერ არის ამის ნახევარი, დაახლოებით, 25%.

სისტემის განვითარების ჯანსაღი შემოთავაზებები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია და სწორედ ამ გზით ვცდილობთ ვიაროთ და სწორედ ამის შედეგია, რომ ქვეყანაში, განსხვავებით იმისა, რაც იყო მანამდე, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ სანდოობა არის 50%. მაგრამ ის, რომ ჩვენ სასამართლო გავასხვისოთ, რასაც გვთავაზობენ ხშირად გარედან, რაც არა მხოლოდ შესამჩნევია, არამედ, თვითონ საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებიც ამას ვერ მალავენ, ჩვენ სასამართლოს ვერ გავხდით ქვეყნის მართვის მექანიზმად და ვერ გავასხვისებთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით