სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ, პარიზში მიმდინარე მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის ფარგლებში მაია მელიქიძემ განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

მათივე ცნობით, ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკის ჭრილში, ენერგეტიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და საქართველოს პოტენციალის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო