გიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათი საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს

მათი [ნაციონალური მოძრაობის] საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუსკვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს - ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის სროლა, ცილისწამება მიმდინარეობს და პარტია თავისი შინაარსით იმავედ იქცა, რაც „ქართული ოცნებაა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ეს დაპირისპირება, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლებში მიმდინარე ყველა მოვლენა არის დასტური მაგისი. არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე. მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის სროლა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ, ანუ „ქართული ოცნება“ რაც არის, იმავედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები,“ - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო