გია ვოლსკი - შედეგები, რაც დღეს საქართველოს უსაფრთხოების კუთხით გააჩნია, საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ მაშინ, როცა ქვეყნის გარშემო ცეცხლის ალი ტრიალებს

ის კი არ უნდა შევაფასოთ, უნდა გვეშინოდეს (რუსეთის) თუ არა, არამედ ფრთხილად უნდა ვიყოთ თუ არა - შედეგები, რაც დღეს საქართველოს უსაფრთხოების კუთხით გააჩნია, საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ მაშინ, როცა ცეცხლის ალი ტრიალებს საქართველოს გარშემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ აქვს ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტები განახლებული და ხომ არ უფრთხის და ეშინია ამ დოკუმენტებში რუსეთის ხსენებას.

დოკუმენტების განახლებასთან დაკავშირებით ვოლსკი აცხადებს, რომ "ზუსტად ისე გააკეთებენ, როგორც სახელმწიფოს სჭირდება" და პრემიერ - მინისტრი ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტური პასუხებით მივა პარლამენტში.

"სპეკულაციური სიტყვა "ეშინია" არის ხშირად გამოყენებული იმ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც ახასიათებს პოლიტიკურ ძალებს და კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ ის კი არ უნდა შევაფასოთ უნდა გვეშინოდეს თუ არა, არამედ ფრთხილად უნდა ვიყოთ თუ არა, არის თუ არა ამასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტების გამოქვეყნება მაშინ, როცა ჰააგის ტრიბუნალი გვაქვს და სტრასბურგის სასამართლო გვაქვს მოგებული? ვხედავთ თუ არა იმ რეალობას, რომ ადამიანებმა ვინც თავის დანაშაულებრივი შეცდომების გამო რუსეთს ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, დღეს ცდილობენ თავის თავის რეაბილიტაცია მოახდინონ? რაც მთავარია არსებობს ასეთი კანონი - იმსჯელე შედეგების მიხედვით. შედეგები რაც დღეს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გააჩნია, არის რეალური და ეს საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ და სოციალური პაკეტები გავაუმჯობესოთ მაშინ, როცა ცეცხლის ალი ტრიალებს საქართველოს გარშემო. ეს არის რეალობა და ამ რეალობის შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს, მე დღეს პასუხს არ გავცემ, დარწმუნებული ვარ პრემიერი ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური პასუხებით მოვა პარლამენტში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს. დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს