პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა

პოლონეთმა გერმანიას „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ის ტანკების გაგზავნაზე თანხმობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან გერმანიას მოუწოდა, შეუერთდეს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციას.

„მე ასევე მივმართავ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან საქმე ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას!“ - განაცხადა მარიუშ ბლაშაკმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს