გია ვოლსკი კეზერაშვილის მიერ შეძენილ ავტომობილზე - ფაქტია, მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რაც ქართულ ჯარშია მოპარული - პარტიის რესურსად მისი გამოყენება, შესაძლოა, დადგენილი სტანდარტის დარღვევად იქნას განხილული

ფაქტია, მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რაც ქართულ ჯარშია მოპარული - მისი შესყიდვა და პარტიის რესურსად გამოყენება, შესაძლოა, განხილულ იქნას როგორც დარღვევა იმ სტანდარტისა, რაც კანონით არის დაწესებული, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიას მეორადი ავტომობილი კეზერაშვილმა შესთავაზა.

მისივე თქმით, პარტიის მიერ მანქანის, როგორც შემოწირულების მიღების კანონიერების შეფასება უნდა მოხდეს იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რაც დადგენილია.

„ფაქტია, რომ [მანქანა] ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული. ამ მოპარვას თავის შეფასება სასამართლომ უკვე მისცა. რამდენად დიდია და მასშტაბური ეს დანაშაული ქართული ჯარსა და სახელმწიფოსთან მიმართებაში, ეს კიდევ მომავალი კვლევის საკითხია. ელემენტი, როგორიც არის მანქანის შესყიდვა და პარტიის რესურსად მისი გამოყენება, შესაძლოა, განხილულ იქნას როგორც დარღვევა იმ სტანდარტისა, რაც კანონით არის დაწესებული, ანუ შემოწირულებად მანქანა შეიძლება განხილული იქნეს, მაგრამ ამას თავის პროცედურა აქვს. მანქანის, როგორც შემოწირულების განხილვის და ამ შემოწირულების პარტიის მიერ მიღების კანონიერების შეფასება უნდა მოხდეს იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რაც დადგენილია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებას, ვოლსკის თქმით, „რევოლუციური კომიტეტი“ იქმნება, რომელსაც პოლიტიკასთან და დემოკრატიასთან საერთო არ აქვს.

„რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ. ესენი ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალური პაკეტის გაფართოების თემატიკაზე. ამათი დავის საგანია ის თემები, რაც ახასიათებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - სიბინძურე, რომელიც ბევრი არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდით ბევრი რამ, რაც ახლა გარეთ გადმოინთხა იმ ფორმატში რასაც ჰქვია არჩევნები კონკრეტულ პარტიაში.

რასაკვირველია, პარტიული დაპირისპირების გარეთ გამოტანა, გამჭვირვალეობა, საზოგადოების წინაშე ამ თემებზე საუბარი დემოკრატიულობაზე მიუთითებს, მაგრამ ამ დემოკრატიულობის ეგიდით იმდენი სიბინძურე გადმოინთხა, რომ სიტყვა დემოკრატიულობის ხსენება ამ პროცესთან მიმართებაში და მის გვერდზე სერიოზული უხერხულობის მატარებელია. რასაც ვუყურებთ, უკვე დიდი ხანია პოლიტიკური პარტიის ადგილზე გარკვეული, აგრესიული დაჯგუფების წარმოქმნა მიმდინარეობს, რომელიც ძალისმიერ მეთოდებზეც წამსვლელია. გარკვეული რევოლუციური კომიტეტი იქმნება, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი