ირაკლი კობახიძე - არის აშკარა მცდელობა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა აღდგეს

არის აშკარა მცდელობა, რომ აღდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოში „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ „აშშ-ს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის - „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს“.

კობახიძის შეფასებით, პარლამენტში შედის ისეთი ინიციატივები, რომლის „პირდაპირი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე“.

„სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიედ სხვადასხვა სუბიექტი არის ჩართული ამ მცდელობაში - არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე პარლამენტშიც ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც შემოთავაზებულია სხვადასხვა სუბიექტის მიერ სწორედ ამას ემსახურება.

ხშირად გვესმის ხოლმე ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს „წმენდას“, ახალი კადრების შემოტანას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელია და ასეთ ინიციატივებს ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ. კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი და გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე. არ გვინდა ეს პრაქტიკა გავიმეორეთ, რადგან ამის შედეგი იყო 2012 წლამდე ეს ქცეული იყო რეპრესიული მანქანის შემადგენელ ნაწილად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო