გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მათივე ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, ძველი ქანდა, 11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის, ციხედიდის და შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვემო ნიჩბისში, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, აღაიანი, წეროვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:15 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარისახო, ჩარგალი, კორშა, კაწალხევი, შუაფხო, როშკა, მიგრიაულთა, გველეთი, გოგოლაურთა, ბაცალიგო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:15 საათამდე და 18:00-დან 18:15 საათამდე - სოფლებს მაღაროსკარი, ქალილო, გომეწარი, კუჭეჭა

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.

ამასთან, განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო