უკრაინის ხუთი გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის ხუთი ოლქის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებაზე თანხმობა გასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, თანამდებობას ტოვებენ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.

ამასთან, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე მინისტრის მოადგილე: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი, ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე ივან ლუკერა, სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ვიტალი მუზიჩენკო, მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში ვიაჩესლავ ნეგოდა, უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, ანატოლი ივანკევიჩი და ვიქტორ ვიშნევი.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით