გიორგი ვაშაძე - ყველა პარტნიორმა გაყო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება" - პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და შევიკრიბოთ 24 თებერვლის აქციაზე, რის შემდეგაც, მწყობრად ვიმუშავეთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ

ჩვენმა ყველა პარტნიორმა გაყო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება", რუსული ბუნებით - პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და შევიკრიბოთ აქციაზე სახელწოდებით - "ეს არის საქართველო, დიდება გმირებს", ამის შემდეგ მწყობრად ვიმუშავეთ იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ , - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" დღეს რუსულ დავალებას ასრულებს.

"ჩვენი შიდა და საგარეო მიზნები არის ის, რომ საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად იდგეს. არჩევანი, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული. მინდა ყველა ცხოვრობდეს სტანდარტით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები ცხოვრობენ და ამას მივაღწევთ. ერთადერთი, ვინც მოატყუა ქართველი ხალხი, ეს "ქართული ოცნებაა" და დღეს ასრულებს რუსულ დავალებას ქვეყანაში. დეზინფორმაციული, მასობრივი შტურმით ჰგონია, რომ ჩვენს დნმ-ს შეცვლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ენერგიას შეცვლის, ეს არ გამოსდით. 24 თებერვალს მშვიდად და წყნარად დავდგებით ყველა და გავაკეთებთ შეკრებას, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ელოდება ჩვენგან. ჩვენმა ყველა პარტნიორმა გაყო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება", თავის რუსული ბუნებით. არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ და შევიკრიბოთ აქციაზე სახელწოდებით” „ეს არის საქართველო, დიდება გმირებს“. ამის შემდეგ ძალიან მწყობრად ვიმუშავეთ სისტემურად იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ, გამარჯვება იქნება მაშინ, როცა საქართველო იქნება ევროკავშირის და ნატოს წევრი და იმ ეკონომიკურ, უსაფრთხოების და დემოკრატიულ კეთილდღეობას მოვიტანთ ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის და ნატოს მახასიათებელი,"- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება "ეროვნული მოძრაობის" და მსგავსი გზავნილების გარშემო გაჟღერებულ კრიტიკას, ვაშაძის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს კონკრეტულად გზავნილებზე, მზად არის მოუსმინოს.

"24 თებერვლის აქციის სახელწოდებაა, "ეს არის საქართველო, დიდება გმირებს," თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ამ კონკრეტულ გზავნილებთან დაკავშირებით, მზად ვარ, მოვუსმინო. კრიტიკას ყოველთვის მოვისმენთ და არსებობენ ჩასაფრებულ -დაბოღმილი კატეგორია ადამიანებისა, რატომ არიან დაბოღმილები, მე არ ვიცი. მე კი მინდა, რომ ერთი დიდი ეროვნული ერთიანობის დღე იყოს 24 თებერვალი, ამ მოწოდებით ვერთიანდებით და შევიკრიბებით რუსეთაველზე", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო