ანდრეი კასიანოვი - საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო“ , - განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევის ფაქტს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო