მიხეილ სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე - შეიძლება წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ომში ჩართვა არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ უსურვო მეგობარ სახელმწიფოს

როგორც ჩანს, კასიანოვის განცხადება ბატონი დოლგოვის ან სხვების განცხადებების გაგრძელებაა, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ომში ჩართვა და ა.შ. არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ უსურვო მეგობარ სახელმწიფოს,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანივის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას.

"საფრთხე არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, სინამდვილეში სრულიად სხვა მოტივებია, რომელიც განსხვავებული მიდგომის მიზეზს აძლევს ბატონ კასიანოვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები. ამას შეიძლება პირდაპირ დაერქვას და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იგივე ნარატივისა, რაც გულისხმობდა საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას, როცა რეალური მიზეზი შეიძლება რაღაც ვგულისხმობთ, რაც საჯაროდ არ შეიძლება ითქვას და გაჟღერდეს. როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას", - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო