მიხეილ სარჯველაძე 24 თებერვლის აქციაზე - ხელმოცარულ პოლიტიკოსებს საზოგადოებაში არსებული ემოციის მიტაცება სურთ - ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისს და რით დამთავრდა, კარგად გვახსოვს

საზოგადოებაში არსებული ემოციის მიტაცება სურთ - ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისს და რით დამთავრდა, ყველას კარგად გვახსოვს, დაახლოებით იმავეს მოლოდინი მაქვს ახლაც , - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას.

სარჯველაძის თქმით, მათ იმ ემპათიით სარგებლობა სურთ, რომელიც საზოგადოებაში უკრაინის მიმართ არსებობს.

"ერთადერთი, რაშიც მხარს ვერ ვუჭერთ უკრაინას, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება. თუ ამას მოისაკლისებენ, თქვან. არაფერი დაუკლია საქართველოს, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. ყველაფერი, რაც შეეძლო საქართველოს, უკრაინის მხარდასაჭერად გააკეთა და ამას გააგრძელებს.

მე პირადად მგონია, რომ ეს ხალხი ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან და არავითარი რესურსი არ აქვთ საზოგადოებას რამე საკუთარი დღის წესრიგი შესთავაზონ, რითაც ინტერესს გამოიწვევენ, შესაბამისად, ისღა დარჩენიათ, რომ საზოგადოებაში მონახონ ისეთი ემოცია, რომელსაც საკუთარ სამსახურში ჩაიყენებენ, ამ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებაში არსებული ემპათია უკრაინელი ხალხის მიმართ, შეიძლება აღიქვან, როგორც მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ მიიტაცონ ეს ემოცია და დაარქვან ამას თავის სახელი. ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისს და რით დამთავრდა, როგორც წარუმატებლად, ყველას კარგად გვახსოვს, დაახლოებით იმავეს მოლოდინი მაქვს ახლაც", - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო