საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ეხება პირს, ვინც მოქალაქეებს, თანხის სანაცვლოდ, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას ჰპირდებოდა.

როგორც სტუ-ს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად ემიჯნება თაღლითობის ფაქტს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირს უნივერსიტეტთან არც წარსულში და არც ამჟამად არ ჰქონია შეხება.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, აბიტურიენტების თითქოსდა ჩარიცხვის სანაცვლოდ, დაზარალებულებულებისგან ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად ემიჯნება თაღლითობის ფაქტს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირს უნივერსიტეტთან არც წარსულში და არც ამჟამად, არასოდეს ჰქონია შეხება. ის არ ყოფილა სტუ-ის თანამშრომელი და მით უფრო, როგორც თვითონ აცხადებდა, რომელიმე ფაკულტეტის დეკანი. აღნიშნული თაღლითური ქმედების შესახებ უნივერსიტეტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო.

სასიხარულოა, რომ საქართველოს პროკურატურის პროფესიონალური ჩარევის შედეგად, დროულად გამოვლინდა თაღლითობის ფაქტი, რითაც იყო მცდელობა, ჩრდილი მიდგომოდა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის აკადემიურ პერსონალს, არამედ, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა