„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. აღნიშნულის შესახებ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კლინიკური დირექტორი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კონსილიუმიც შეიკრიბა და ჩაითვალა, რომ სააკაშვილის პარამეტრები რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს მოვიდა პასუხი, რომ PCR ტესტი დადებითია. დღესვე, შეიკრიბა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი, მათ შორის, იყო რეანიმატოლოგიც. პაციენტი იქნა ნანახი, შედგენილი და შეთანხმებული იქნა მკურნალობის სქემა და ჩაითვალა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იქნას კრიტიკულ დეპარტამენტში“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ის უარყოფს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან აქვს შალვა ხაჭაპურიძეს ეს ინფორმაცია. რამდენადაც ვიცი, თვითონ არც ყოფილა დღეს, მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა“, - აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს